четверг, 11 марта 2010 г.
четверг, 29 января 2009 г.
ჩემი საცხოვრებელი ადგილი "გორათი"
შიდა ქართლის დასავლეთი ნაწილი,რომელიც ამჟამად ხაშურის რაიონის ტერიტორიას წარმოადგენს,მეტად მდიდარია მატერიალური კულტურის და განსაკუთრებით,არქეოლოგიური ძეგლებით.
არქეოლოგთა ყურადღებას განსაკუთრებით იქცევს თითქოსდა ბუნებრივად შემაღლებული ბორცვები,მაგრამ დაკვირვებით შესწავლის შედეგად ირკვევა,რომ ასეთი შემაღლებული ადგილები ხელოვნურადაა წარმოქმნილი ადამიანთა მრავალი თაობის უწყვეტი,ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად ერთსა და იმავე ადგილზე.ასეთ ძეგლებს წარმოადგენს ნაცარგორის გორა–ნამოსახლარი სოფ.ნაცარგორაში,საციხურის გორა–ნამოსახლარი სოფ.წაღვლში,გორგოტა სოფ.ტკოცაში,კრონცხები ბრილში და სხვა.მათ რიცხვს უნდა დაემატოს ადგილი გორათი ხაშურში,შინდარის უბანში.
გორათი მდებარეობს ხაშურის დასავლეთით.მისი სახელწოდება მომდინარეობს იმ ბუნებრივი გორებიდან რომლებიც აქ მდებარეობდა.სამი ბორცვიდან დღეს ერთია,ორი კი აქ გამავალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის დროს მოიშალა.
მომდევნო საუკუნეების საბუთში გვხვდებიან გორათელები.ასე მაგ.1688 წლის ერთ საბუთში შინდარელებთან და სურამელებთან ერთად მოწმეებად მოიხსენებიან გორაელნი იგივე გორათელები .აქ არსებული გორა ,რომელსაც დღეს მოსახლეობა ძველი სოფლის სახელწოდებით –გორათით მოიხსენიებს ძველი ნამოსახლარია.იგი მდებარეობს ბორჯომისა და ბათუმის სარკინიგზო ხაზის განშტოებებს შორის.გორათის მიდამოებში არაერთი საინტერესო და საყურადღებო არქეოლოგიური მასალა აღმოჩენილა''გორათის ეკლესიის მახლობლად/სადგურ ხაშურთან რკინიგზის შტოზედ''–ნათქვამია გაზეთში,მუშა ლეკებს აღმოუჩენიათ ძველი დროის აკლდამები.გზისთვის საჭირო მიწა თურმე ამ აკლდამებიდან ამოაქვთ და ბევრ სპილენძის ნივთებსაც ჰპოულობენ.ჰპოულობენ დანებს,ხანჯლებს ისრის ნამტვრევ ბოლოებს ,ცულებს და აზიურ სადგისების მინაგვარს რაღაცეებსაც,რომლებსაც მშვენიერი ხელოვნება ჯერ კიდევ კარგად ეტყობა.ეს ნივთები სულ სპილენძისაა.არქეოლოგიური თვალსაზრისით ასევე გაფუჭებულია გორათის გორანამოსახლარი,სადაც ამ საუკუნის 20––იანი წლებიდან სასაფლაო არის მოწყობილი.ვახუშტი ბატონიშვილს რუკაზე დატანილი აქვს გორათი,როგორც დაბა.აგრეთვე,იოანე ბატონიშვილი ''ქართლ–კახეღის აღწერაში'' მე–18 საუკუნის ბოლოს აფიქსირებს გორათს,როგორც მოსახელე სოფელს.როგორც სხვადასხვა დოკუმენტებიდან ირკვევა,გორათში მამულები ეკუთვნოდათ ჩხეიძეებს,მურვანიშვილებს,ხიდირბეგიშვილებს.
გორათში მდებარეობს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია,რომელიც თარიღდება მე–15 მე–16 საუკუნეებით.ეკლესია მოქმედია და წირვა–ლოცვას აღავლენს დეკანოზი მამა კახაბერი.გორათელები დღესაც აღნიშნავენ გორათობას 21 მაისს.

Подписаться на:
Сообщения (Atom)